logo
ENG



ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქეები და "ოცნების" რიტორიკა

21 აგვ 202420:11
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების პრორუსული რიტორიკა იმდენად შორს წავიდა, რომ ივანიშვილის დეპუტატები უკვე საოკუპაციო რეჟიმის პრეს-სპიკერის როლსაც კი ითავსებენ. პარლამენტარმა, ბექა ოდიშარიამ დღეს აფხაზურ ე.წ.ლ გამოძიებას, ფაქტობრივად, ნდობა გამოუცხადა და არ გამორიცხა, ოკუპირებულ ზონაში  საქართველოს სამი მოქალაქის უკანონო დაკავების მოტივი რეალური იყოს. ამ განცხადების პარალელურად, პოლიტიკოსი, არც კი დაინტერესებულა, როგორია დაკავებულების მდგომარეობა. 


close დახურვა